image

თემა: აღზრდა

იქნებ რომელიმე თქვენგანმა თავის დროზე შვილებს არ ასწავლა ტაძრის სიყვარული, რწმენა, საეკლესიო საიდუმლოთა მიმართ კრძალვა, ახლა კი აძალებს მათ, რათა იარონ ტაძარში, ეზიარონ, ჯვარი დაიწერონ. და ისინიც, ოღონდ კი თავი დააღწიონ ამ მომაბეზრებელ თხოვნას, აღასრულებენ ამ საიდუმოებას რწმენის გარეშე, ან სულაც, მკრეხელობით. თქვენ კი ხარობთ მათი მოჩვენებითი „მოქცევით“. შეინანეთ უფლის წინაშე, რამეთუ ყოველივე ამით სიწმინდე შეიბღალა თქვენგან. ასე უგუნურად ვცდილობთ წარსულის შეცდომათა გამოსწორებას, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდით, თვითონაც არ ვფიქრობდით ღმერთზე და შვილებსაც არ ვუნერგავდით რწმენას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები