image

თემა: მრისხანება

არა, როგორც გინდათ, ისე თქვით, ადამიანი კი ხანდახან უაღრესად გაღიზიანებული და ბოროტია, თავის თავად კი არა, არამედ ეშმაკის გულმოდგინე "შემწეობით". დააკვირდით თუნდაც საკუთარ თავს, ან გნებავს სხვას, როცა ან თქვვენ, ან ვიღაც გაღიზიანებული და გაბოროტებულია, როგორ გინდათ, გაანადგუროთ ის თქვენი არაკეთილმოსურნე; და მერე, ეს რომ გადაივლის (ხშირად უეცრადაც კი, მფარველი ანგელოზის შემწეობით), დააკვირდით როგორი მშვიდი, კეთილი და მოკრძალებული ბუნებისა ხდებით გინდა თქვენ, გნებავთ მავანი, რომელსაც ცოტა ხსნის წინ სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაში ხედავდით და არ იქნება არ უთხრათ თავს: არა, მე მგონი, ეს კაცი სულ არ ჰგავს იმას, ვინც ცოტა ხნის წინ ასეთი მძვინვარე და გაბოროტებული იყო. ეს ის კაცია, "...რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნენ, შემოსილი და გონიერი" (ლუკ.8,35). ჩრდილიც კი აღარაა მასში იმ უწინდელი ბოროტებისა და გონდაკარგულობისა ზოგიერთები უარყოფენ ბოროტი სულების მყოფობას, მაგრამ სწორედ მსგავსი მოვლენები მოწმობს მათ უეჭველ არსებობას. თუკი ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ბუნებაში და ნაყოფისაგან ხე იცნობა, მაშინ ვინ იქნება, ავი ვერ დაინახოს, ვინ ვერ ხედავს ბოროტების მეუფებას იმ კაცში რომელიც მრისხანებას ანთხევს ირგვლივ? გამძვინვარებულ ადამინში ჩანს სულის მოქმედება, რომელიც ბოროტისათვის ნიშანდობლივი სახით ვლინდება. ასეც რომ არ იყოს, პიროვნება, უკიდურესად განფიცხებული და გაავებული თავად გრძნობს ბოროტი ძალების დაბანაკებას საკუთარ გულში. მისთვის სრულიად აშკარაა და შეუძლია გაარჩიოს კიდეც ბოროტი ძალების ზემოქმედების ნირი საკუთარ სულზე, რომელიც სრულიად განსხვავებულია იმ განწყობისაგან, რაც ღვთის მოახლებას მოაქვს სულისათვის და რაზედაც ასე ბრძანებს მაცხოვარი: "რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს" (მათ.11,30) - ხოლო როცა ბოროტები იკავებენ სულს, კაცი ბრმაა, საშინლად გრძნობს თავს, ფიზიკურადაც და სულიერადაც.
image
 
თემატური კითხვები