image

თემა: ცოდვა,  სული

არავინ იფიქროს, ცოდვა უმნიშვნელო რამ იყოს; ცოდვა - საშინელი ბოროტებაა და სულს აუფასურებს, აქავ და იმავ სოფლისათვისაც. მარადიულ სოფელში ცოდვილს ხელ-ფეხი ეკვრება (სულს ვგულისმობ) და ისე ეშვება წყვდიადის უფსკრულში, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს (იგ.5.22) ეს იმას ნიშნავს, რომ მას სრულიად ერთმევა სულიერი ძალები, არადა, სულს, თავისუფალი მოქმედებისათვის დაბადებულს, საშინელი უღონოებისა და გამანადგურებელი უმოქმედობის დათმენა უწევს, არანაირი სიკეთის უნარი არ შესწევს: თუმცა კი გრძნობს ცოდვილი საკუთარ ძალებს, მაგრამ იქვე იმასაც ხედავს, რომ მის ძალებს უმძიმესი ბორკილები ადევს. ამას დაუმატეთ საშინელი ტანჯვა ჩადელინი ცოდვების გამო, შეგრძნება საკუთარი უგუნურებისა წუთისოფელში ყოფნისას, რომელსაც მას განრისხებული შემოქმედი დაანახებს. ცოდვა კლავს სულს, რომელ ღვთისმოშიშს ესწავლება, რა საშინელი ტანჯვა და სივიწროვე ეუფლება სულს, რა მძვინვარე ცეცხლი ხრუკავს მას მკერდში, როცა ცოდავს? ამასთან, ცოდვა სულს მხოლოდ დროებით როდი კლავს და ბორკავს, იგი მას სამუდამოდ ღუპავს, თუკი ჩვენს ურჯულოებასა და ცოდვებს აქვე არ მოვინანიებთ მთელი გულით. აგერ, გამოცდილებით მიღებული მტკიცება იმისა, რომ ცოდვამ შეიძლება სამუდამოდ მოკლას სული. თუკი ღვთისმოშიში დააპირებს ძილს იმ ცოდვით, დღისით რომ ჩაიდინა, ტანჯვა, ჩადენილი ცოდვის ნაყოფი, მანამ არ მოასვენებს, სანამ გულით და ცრემლით არ მოინანიებს ჩადენილ ურჯულოებას (ესეც გამოცდილებიდანაა!) რა გინდ ტკბილად ეძინოს, ცოდვებისაგან გატანჯული სული გააღვიძებს, რადგან ცოდვა სულსაა დაპატრონებული, აწამებს და აჭირვებს მას. ახლა, ვთქვათ ეს კაცი, რომელსაც ასე სტანჯავდა საკუთარი ცოდვის სიმძიმე, გარდაიცვალა ღამით! განა ნათელი და გასაგები არაა, რომ სულს იმ სოფელში იგივე ტანჯვა გაჰყვება, რადგან იქ აღარაა დრო სინანულისათვის და ცხადია, ჩადენილი ცოდვის შესაბამისად გაწამდება. ამას წმინდა წერილიც მოწმობს: "და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა" (მათ.25,46); "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსამან ხორცთა ამათგან რაიცა-იგი ქმნა, გინა, თუ კეთილი გინა, თუ ბოროტი (2 კორ.5,10).
image
 
თემატური კითხვები