
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ღვთისმსახურთა პატივი
235. როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მღვდლების მიმართ?
გულისხმავყოთ, ძმანო, თუ რაოდენ დიდია და უსასრულო მღვდლობის ღირსება. პატივი მივაგოთ და სათნო–ვიყოთ კაცნი, რომელთაც მღვდლობის პატივი შეუმოსიათ. უნდა გვიყვარდეს მღვდელნი, ისინი არიან ღვთის მეგობარნი და ჩვენი შუამდგომელნი მის წინაშე. პატივი მივაგოთ მღვდელს – მსახურს ღვთისას, რამეთუ მცნებად დაგვიდო უფალმა: "რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი, სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისა მიიღოს" (მათ. 10. 41). რომც არ იცნობდე შენ მღვდელს და არ უწყოდე, ღირსია თუ არა იგი მღვდლობისა, მაინც ნუ უგულებელსყოფ მას ქრისტეს ამ მცნებათა გამო.