image

თემა: გამოცხადებები

326. როგორ უნდა მივიღოთ გამოცხადებები სულთა სამყაროდან?
ყველასათვის საერთო წესია, – არანაირად არ ვიქნეთ გატაცებულნი გამოცხადებებით სულთა სამყაროდან, ყოველი ამგვარი მოვლენა ჩვენთვის უმძიმეს ცდუნებად მივიჩნიოთ... ანგელოზები მხოლოდ წმინდანებს ეცხადებიან, რომელნიც ღვთიური მადლითა და ნათლით არიან განათებულნი, ადვილად განარჩევენ წმ. ანგელოზებს დემონებისაგან. როდესაც დემონები ეცხადებიან ადამიანებს, ხშირად სინათლის ანგელოზის იერს იღებენ, სჩანან მოჩვენებით დიდებაში, უფრო ადვილად რომ აცდუნონ, მოხიბლონ და დაღუპონ მრავალი სხვა – გამოუცდელნი, თვითდაჯერებულნი და ბრიყვულად ცნობისმოყვარენი. უდიდესი უბედურებაა, – შეხვიდე დემონებთან ურთიერთობაში, მიიღო შთაბეჭდილება მათგან, დაემორჩილო თუნდაც მხოლოდ მათ ერთ გავლენას, რასაც, თუ ადამიანის თავისუფალი ნებითაა მოზიდული, განსაკუთრებული ზემოქმედება გააჩნია.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)