image

თემა: სახარების განმარტება,  სინდისი

850. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე“ (მათ. 5.25)?
„წინამოსაჯული“ უფალმა სინდისს უწოდა. რატომ ეწოდება სინდისს „წინამოსაჯული“ (მეტოქე)? იმად, რომ იგი მუდამ გვამხელს ჩვენ, ეწინააღმდეგება და უჩივის ჩვენს ბოროტ ნებას, რადგან არ ვასრულებთ იმას, რასაც უნდა აღვასრულებდეთ. ამიტომ გვამცნო ღმერთმა: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა“. გზა ამ შემთხვევაში, როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს, ამქვეყანას ნიშნავს. ხოლო სიტყვები – „ნუუკვე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე“ – ნიშნავს: თუ არ მოვუსმენთ სინდისს, მის ხმას და რჩევას, ვიდრე ერთად ვართ ამქვეყნად, მაშინ იგი შეგვასმენს ჩვენ განკითხვის დღეს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: