image

თემა: ლოცვა

ილოცე, მოყვასის ნაკლსა და ვნებას თუ ხედავ, ყველაზე, შენს მტრებზეც კი ილოცე. თუკი იცი, რომ შენი მოყვასი, ან ვინც არ უნდა იყოს, ჭირვეული, ამაყი და ქედმაღალია, ილოცე მისთვის, რომ გაუნათოს ღმერთმა გონება, თქვი: ღმერთო! ასწავლე შენს მინას, ეშმაკის სიამაყით დასნეულებულს, სიმდაბლე და მორჩილება, მოაშორე გულიდან წყვდიადი და ტვირთი სატანური სიამაყისა. განრისხებული თუ ნახო კაცი, ასე ილოცე: ღმერთო, კეთილი უყავ შენს მონას შენი მადლით! - ვერცხლისმოყვარე და ძუნწი შეგხვდეს, შეჰღაღადე გამჩენს: განძო, საუნჯეო ჩემო, უხრწნელო და ამუწურავო! მიეცი, უფალო გონება შენს ხატად და მსგავსად შექმნილს, რომ მიხვდეს, რა ფუჭია სიმდიდრე, რომ ამაოა, თივაა და სიზმარი ეს სოფელი. ბალახივითაა კაცის ცხოვრება, შენ ხარ მხოლოდ ერთადერთი სიმდიდრე, სიხარული და მშვიდობა ჩვენი. შურიანს ნახავ და ასე ილოცე: უფალო, გაუნათე გული შენს მონას რომ დაინახოს, შენი აურაცხელი, დიდებული და ამოუწურავი სიმდიდრე, რომელიც შენი სიმდიდრეებიდან მიეცა, რადგან ვნებებით თვალ არეულმა დაგივიწყა შენ და შენგან მიმადლებული ნიჭებიც; გამდიდრებულსა და ავსებულს შენით თავი მაინც გლახაკათ შეურაცხავს და თვალი გაურბის შენი მონების სიკეთისაკენ. არადა, გამოუთქმელი სიკეთეები უხვად ეგზავნება ყველა ჩვენგანს, ჩვენი ნებისა და მიუხედავად, შენი განგებით. გადააძვრე მეუფეო, ეშმაკის საბურველი შენი მონის სულს და მიეცი მას შემუსვრილება გულისა, ცრემლი მადლობისა და სინანულისა, ნუ გაახარებ მტერს მასზედ, რომ ბოროტის კლანჭებში (თავის ნებით) ცოცხლად მომწყვდეული, სამუდამოდ არ გამოეცალოს შენს ხელს. მთვრალი შეგხვდეს, გულიდან თქვი: უფალო, მოხედე მოწყალებით შენს მონას, ნაყროვანებითა და ხორცის ფუფუნებით შეცდენილს, მიეცი მას სიტკოება მარხვის, კრძალულების და იმ მდალისა, საიდანაც აღმოცენდება ნაყოფი სულისა. ხედავ, რომ ვბნებისა და ნაყროვანების მონაა შენი ძმა და ამ ვნებებში ეგულება ფუფუნება? თქვი: უფალო, უტკბილესო, დაულპობელო საზრდელო ჩვენო, განწმინდე შენი მონა ნაყროვანების სიმყრალისაგან, შენ შეუქმენი მას გვამი და რა ვუყოთ, რომ გაუუცხოვდა იგი შენს სულს, მაინც უბოძე მას ცოდნა შენი ცხოველსმყოფელი საზრდელის სიტკბოებისა, რომელიც არის წმინდა ხორცი და სისხლი შენი, ცოცხალი და მოქმედი სიტყვა შენი. ასე, ან ამგვარად ილოცე ყველაზე ვინც ცოდავს, და არ გაკადნიერდე არ განიკითხო არავინ, არ მიუზღო მაგიერი, ამით მხოლოდ გააღრმავებ ცოდვილის წყლულს, რჩევებით შეეწიე, სასჯელი და მუქარაც იხმარე რომელიც იქნებ საშუალებაც კი იყოს ცოდვის შეწყვეტისა ან ამ უხეირობის, ასე ვთქვათ ზომიერ ფარგლებში მოქცევისა.
image
 
თემატური კითხვები