1189. ღმერთი მრავალი არსებობს თუ ერთი?
1189. ღმერთი მრავალი არსებობს თუ ერთი?
1. დაბადებაში (1,26)-ღმერთმა ოდეს ინება ადამიანის შექმნა, ამის შესახებ ბრძანა მრავლობით რიცხვში: ,,ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ".
2. ესაია წინასწარმეტყველი აღნიშნავს ანგელოზის გალობას: ,,წმიდა არს,წმიდა არს,წმიდა არს, უფალი საბაოთ!" (6,3)
1. იესო ქრისტეს ნათლისღების ჟამს მამა ღმერთი დაამოწმებდა თვისი ძის შესახებ სიტყვებით: ,,შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი", ხოლო სულიწმიდა ტრედის სახით გამოჩნდა, რაც ღმერთის სამსახოვნებას ადასტურებს (მკ.1,11; ლკ.3,21,22)
2. წმიდა მათეს სახარებაში მოხმობილია იესო ქრისტეს სიტყვები, მოციქულთა მიმართ გამოთქმული: ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (28,19);
3. წმიდა იოანე მახარებლის პირველ ეპისტოლეში ნათქვამია: ,,რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყუაი და სული წმიდაი; ესე სამნი ერთ არიან" (5,7)
განმარტება:ღმრთაების მეორე პირი, ძე ღმერთი, წმიდა წერილში ხშირად იწოდება სიტყვად: ,,პირველითგან იყო სიმტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი" (ინ.1,1). ან: ,,და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, ვიხილეთ დიდებაი მისი, დიდებაო, ვითარცა მხოლოდ შობილისაი მამისა მიერ" (ინ.1,14).
განმარტება:
I. ადამიანის გონება ვერ წვდება მრავალ საგანს ვერც ბუნებაში, ვერც სამყაროში, ღმერთი კი, რომელმაც შექმნა სამყარო და ბუნება, ბევრად აღმატებულია ბუნებაზე; ის უსასრულოდ დიდია ადამიანის გონებაზე. პავლე მოციქული წერს: ,,ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუძიებელ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი?" (რომ.11,33-34)
II. ღმერთის სამსახოვნება მიახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მზის მაგალითზე: თვალისთვის ხილული დისკო სითბოს და სინათლის წყაროს წარმოადგენს; ასევე წყლის სამი მდგომარეობის მიხედვით: თხევადი, მყარი (ყინული) და აირის (ორთქლი) სახით.
III. ყოვლადწმიდა სამებას ვადიდებთ, როცა ჯვარს გამოვისახავთ, იმავდროულად ჩვენც ნათელი გვეფინება.
|
|