აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სტუდიელისა
მოიხსენიება 26 იანვარს (ახალი სტილით: 8 თებერვალს)
ღირსი თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) სტუდიონის მონასტრის წინამძღვარი იყო VIII-IX საუკუნეებში. ხატმებრძოლთაგან დევნილი ხერსონესში გარდაიცვალა 826 წელს. 844 ან 845 წელს, პატრიარქ მეთოდეს დროს, ღირსი თეოდორეს პატიოსანი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და ბიძამისის - ღირსი პლატონის (ხს. 5 აპრილს) და ძმის - წმიდა იოსების (ხს. 26 იანვარს) უხრწნელ ნაწილებთან დაფლეს სტუდიონის მონასტერში. 26 იანვარს წმიდა ეკლესია სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავს.