ღირსი სილუანე - ღაზელი ხუცესი

მოიხსენიება 14 ოქტომბერს (ახალი სტილით: 27 ოქტომბერს)
ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი ქრისტეს ქადაგებისთვის შეიპყრეს და პალესტინის ქალაქ ფენის სპილენძის საბადოებში განამწესეს უმძიმეს სამუშაოებზე. აქ უსჯულოებმა ნეტარს მის მიერ მოქცეულ ორმოც ქრისტიანთან ერთად თავი მოჰკვეთეს ( 311-312). წმიდა მამას ეკლესია 4 მაისსაც იხსენიებს. იხილეთ ამ დღის საკითხავი (ხს. 4 მაისს).