მოწამე მანუელ კრიტელი
მოიხსენიება 15 მარტს (ახალი სტილით: 28 მარტს)
წმიდა მოწამე მანუელ კრიტელი ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს თურქებმა და გაამაჰმადიანეს. როცა გაიზარდა, კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. ამისთვის მას 1792 წელს კუნძულ ხიოსზე თავი მოჰკვეთეს.