მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელე სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და ბაგრატი ტავრომენელი

მოიხსენიება 9 თებერვალს (ახალი სტილით: 22 თებერვალს)
მღვდელმოწამეები: მარკელი, ფილაგრე და პანკრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად: მარკელი -სიცილიაში, ფილაგრე -კვიპროსში, პანკრატი კი -ტავრომენში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.