მოწამენი: ნესტორი, ტრივიმი, მარკელე, ანტონი
მოიხსენიება 1 მარტს (ახალი სტილით: 14 მარტს)
წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი (III ს) იყვნენ მცირე აზიის პამფილიიდან. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (249-251) წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავები მოჰკვეთეს. მოწამენი - მარკელე და ანტონი ქრისტეს სარწმუნოებისათვის ცეცხლში დაწვეს.