მოციქული ერმი
მოიხსენიება 8 მარტს (ახალი სტილით: 21 მარტს)
წმიდა მოციქული ერმი (I), ფილიპოპოლის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა I საუკუნის დასასრულს. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული რომაელებს მოუწოდებდა, პატივით მოეპყრან მოციქულ ერმის (რომ. 16,14).