მოწამე ბასილი ანკვირიელი
მოიხსენიება 1 იანვარს (ახალი სტილით: 14 იანვარს)
მოწამე ბასილი ანკვირიელი ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ეწამა დაახლოებით 362 წელს. ანკვირიასა და კონსტანტინოპოლში მრავალი სატანჯველის დათმენის შემდეგ ნეტარი მარტვილი კესარიაში ლომს დააგლეჯინეს.ეს წმინდანი უნდა განვასხვაოთ მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელისგან, რომლის ხსენება 22 მარტს აღინიშნება.