მღვდელმოწამე პუბლი - ათენის ეპისკოპოსი
მოიხსენიება 13 მარტს (ახალი სტილით: 26 მარტს)
მღვდელმოწამე პუბლი, ათენის ეპისკოპოსი წმიდა მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის (ხს. 4 იანვარს და 3 ოქტომბერს) მემკვიდრე იყო. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდა მღვდელმთავარმა მოწამეობრივად განაბრწყინვა მისი სამეუფო მსახურება.