ღირსი ბასილი აღმსარებელი - პარიის ეპისკოპოსი

მოიხსენიება 12 აპრილს (ახალი სტილით: 25 აპრილს)
ღირსი ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი (VIII) - როდესაც ხატმბრძოლობის ერესი აღაშფოთებდა წმიდა ეკლესიას და მწვალებლობა ძალიან საშიში ფორმებით ებრძოდა სიწმინდეს, წმიდა ბასილი მხნედ გამოვიდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად და უარი განაცხადა, ხელი მოეწერა კანონზე, რომელიც მათ განადგურებას ითვალისწინებდა. წმიდა ეპისკოპოსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ერეტიკოსებთან და თავის ეპარქიაში არ უშვებდა მათ. სარწმუნოების ერთგულებისთვის მან მრავალი დევნა, შიმშილი, სიღატაკე დაითმინა და სიცოცხლის ბოლომდე წმიდად იცავდა მართლმადიდებლურ დოგმატებს. წმიდა ბასილი მშვიდობით აღესრულა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად იცავდა ხატთაყვანისცემის წმიდა წესს.