მოწამენი: ირაკლი, პავლინე, ვენედიმე, პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე

მოიხსენიება 18 მაისს (ახალი სტილით: 31 მაისს)
წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესთვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას. ღვთის რჩეულები მოწაფეებთან: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინესთან ერთად სამსჯავროზე წარადგინეს და ხანგრძლივი წამების შემდეგ გახურებულ ღუმელში დაწვეს.