მოწამე სვიმეონი, ისააკი და ბაქტისე

მოიხსენიება 18 მაისს (ახალი სტილით: 31 მაისს)
წმიდა მოწამე სვიმეონი, ისააკი და ვახტისი (IV) ცხოვრობდნენ სპარსეთში ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის საპორ მეფის დროს. წმიდანებს აიძულებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ, მაგრამ მათ მხნედ მიუგეს წარმართებს: "ჩვენ არ უარვყფოთ შემოქმედს ყოველთასა და არ შეუვრდებით მზესა და ცეცხლს". მოწამენი სასტიკად ცემეს, შემდეგ დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელად ამყოფეს, ბოლოს ხმლით წარკვეთეს თავი.