მოციქული ერმი - სამოცდაათთაგანი

მოიხსენიება 31 მაისს (ახალი სტილით: 13 ივნისს)
წმიდა მოციქული ერმი (I), ფილიპოპოლის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული რომაელებს მოუწოდებდა, პატივით მოეპყრან მოციქულ ერმის (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან, ბოლოს კი, I საუკუნის დასასრულს მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში (ხს. 8 მარტს და ხს. 5 ნოემბერს).