მღვდელმოწამე ასტიოსი - დარაქიელი ეპისკოპოსი
მოიხსენიება 4 ივნისს (ახალი სტილით: 17 ივნისს)
მღვდელმოწამე ასტიოსი მაკედონიის ქალაქ დირაქიის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს. ერთხელ წმიდანს ძილში საღვთო გამოცხადებით ეუწყა, რომ ახლო მომავალში წამების დათმენა მოუწევდა ქრისტესთვის. მან თავის დიაკვნებს ურჩია დამალულიყვნენ, თვითონ კი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა ასტიოსს სხეულზე თაფლი წაუსვეს და, კრაზანების ნაკბენებით გატანჯული, ჯვარზე გააკრეს. წმიდა მოწამის ცხედარი ქრისტიანებმა პატივით დაფლეს.