მოწამე დანაქტი წიგნისმკითხველი

მოიხსენიება 16 იანვარს (ახალი სტილით: 29 იანვარს)
მოწამე დანაქტი ცხოვრობდა II საუკუნეში და წიგნის მკითხველად მსახურობდა მაკედონიაში. უსჯულოთა თავდასხმის დროს მან საეკლესიო ჭურჭლეულობა აიღო და მტერთაგან განრიდებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო: მეომრებმა შეიპყრეს და კერპის თაყვანისცემა მოსთხოვეს; როცა პასუხად უარი მიიღეს, ქრისტეს მხნე აღმსარებელს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს.