წმიდა პავლე კაიუმელი

მოიხსენიება 8 ივნისს (ახალი სტილით: 21 ივნისს)
წმიდა პავლე კაიუმელი დაიბადა და აღიზარდა კონსტანტინეპოლში. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმის (740-755) მხილებისთვის ცხვირი მოაჭრეს, ადუღებული ფისი და გოგირდი გადაასხეს, თვალები დათხარეს და ასე ნატანჯი და დამცირებული დიდხანს შეკრული ფეხებით ათრიეს ქალაქის ქუჩებში.

წმიდა პავლე ტანჯვაში აღესრულა 766 წლის 7 ივნისს. 122 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაიუმის მონასტერში დაფლული მისი ნეშტი უხრწნელად იყო დაცული. იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში გადააბრძანეს. 1222 წელს წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლიდან ვენეციაში გადაასვენეს.