ღირსმოწამენი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი ეპისკოპოსნი, სიონიოსი, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა სამასსამოცდაჩვიდმეტნი

მოიხსენიება 22 იანვარს (ახალი სტილით: 4 თებერვალს)
ღირსმოწამენი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი ეპისკოპოსნი, პაროდი, იოანე, ლეონტი, გაბრიელი, სიონიოს ხუცესთა და სხვანი სამასსამოცდაჩვიდმეტნი სლავები იყვნენ. მანუელი - ადრიანოპოლისის ეპისკოპოსი იყო, გიორგი - დევოლტუსისა (თრაკიის კოლონია მისიისა და შავი ზღვის საზღვარზე), ლეონტი კი - ნიკეისა. იოანე, ლეონტი, გაბრიელი და სიონიოსი - მხედართმთავრებად მსახურობდნენ. წმიდანები წარმართი ბულგარელების ხელით აღესრულნენ: უფლის რჩეულებს ჯერ მრავალგვარი სატანჯველები დაათმენინეს, შემდეგ კი - თავები მოჰკვეთეს ( დაახლ. 817).