მღვდელმოწამე ევტიქი - მოწაფე იოანე ღვთისმეტყველისა

ხსენება 24 აგვისტოს (ახალი სტილით: 6 სექტემბერს)

მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს (ხს. 8 მაისს) დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს (ხს. 29 ივნისს) შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად - მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს.

მღვდელმოწამე ევტიქი - მოწაფე იოანე ღვთისმეტყველისა


0