ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბ...
იხილეთ სრულად
ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბოროტი ვნებები.
მრავალი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და სულის მშვიდობისა და სიმყუდროვისათვის უკეთესი ვერაფერი ვნახე, გარდა ზომიერი ნაყროვანებისა, ერთ ადგილზე მკვიდრობისა და უფლის სიტყვის ბეჯითად სწავლისა.
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრუ...
იხილეთ სრულად
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრულებისა და სულის სასარგებლოდ, გადმოვიწერ და შევისწავლი. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სულისთქმა. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. მე ამას გირჩევთ სულის კეთილდღეობისათვის. გთავაზობთ იმას, რაც საკუთარი თავისათვის მიმიჩნევია სასარგებ...
ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და არსებითად საჭიროებისამებრ ჩვენივე სარგებლობისათვის ხორციელდება და არა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ანდა ღვთისათვის უღირსი სხ...
იხილეთ სრულად
ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და არსებითად საჭიროებისამებრ ჩვენივე სარგებლობისათვის ხორციელდება და არა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ანდა ღვთისათვის უღირსი სხვა რაიმე წვრილმანისათვის. ამ მიზეზის გამო ადამიანი ძალზე იშვიათად შედის სულების გრძნობიერად ხედვის მდგომარეობაში. ღვთისთვის სათნოა ის, რომ მისი მსახურნი მის წინაშე უდიდეს კრძალულებაში, მის მიმართ უთუო მორჩილებაში, მისი უ...
ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან იესუ ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯვარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა და აქა...
იხილეთ სრულად
ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან იესუ ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯვარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა და აქამომდე მშვიდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფისა ჩემთვის, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი! და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე ...
როდესაც ვკითხულობთ დავით აღმაშენებლის ცხოვრებას, ჩვენს წინაშე წარმოდგება არამარტო ბრწყინვალე მეფე, არამარტო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, არამედ მოძღვარი და სულიერი მამა საქართველოსი.
პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათვის ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო.
მწწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კვლად უღონო არიან და არასადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას.