გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გონება სულის მკვებავია, და ყველა სიკეთე და სიავე, რასაც ის ხედავს და ისმენს, გულში ჩაედინება, გული კი ცენტრია ადამიანის სულიერი და ხორციელი ძალებისა.
გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც, ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც, რომელიც აღმოაცენებს მათ; ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება. სწორედ ამ გონებითი ძალის გამო, რომელიც უმთავრესია ჩვენის ადამიანურ ბუნებაში მ... იხილეთ სრულად
გონება არის ძალზე მშვენიერი რამ და მასში ჩვენი სწორედ ის ძევს, რაც შემოქმედი ღმერთის ხატად და მსგავსებად შეგვქმნის.
ამაღლებულ ღვაწლთა შორის კაცობრივი გონება ოდენ ხატს ჭვრეტს ჭეშმარიტებისა ისე, როგორც უძლური მზერა ხედავს მზის ანარეკლს წყლის ზედაპირზე.
ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ არს, ეს მას არ ესმის.
ის, ვინც გამუდმებით ცოდნით ივსებს გონებას და ამასთან, ღვთისაგან დაშორებით ცხოვრობს, ბოლოს და ბოლოს საკუთარ გონებას ორლესულ მახვილად აქცევს. და მაშინ, როცა ერთი პირით იგი საკუთარ თავს ასახიჩრებს, მეორეთი – თავისი გონივრული, ყოველგვ... იხილეთ სრულად
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა.
ჩვენი გონება და გული სიბრმავით არის დაზიანებული. ამ სიბრმავის მიზეზით გონებას არ შეუძლია ჭეშმარიტი ზრახვა მცდარისაგან განასხვაოს, გულს კი არ ძალუძს სულიერი შეგრძნებების გრძნობისმიერი და ცოდვილი შეგრძნებისაგან გარჩევა, განსაკუთრები... იხილეთ სრულად
45. არა დასცხრების გონებაი შობად გულისსიტყუათა; ხოლო შენ დრკუთა მარგლიდ, და კეთილთა იმუშაკებდ