თუმცა გარეგნული ღვაწლი აუცილებელია, მაგრამ ის მთავარი არ არის. ამიტომ ამაზე ყურადღება ნაკლებად შეაჩერეთ. გულის საქმეებს მიაქციეთ ყურადღება. ერთი და იგივე საქმე შეიძლება სათნოც იყოს ღვთისათვის და არასათნოც; ზრახვებს გააჩნია. ამას დაეუფლეთ.
ძირითადად რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ღვაწლში?
იხილეთ სრულად
ყურადღება ყველაზე ნაკლებად გარეგნულ ღვაწლზე (მარხვა, მეტანია, მაგარზე წოლა და ა.შ.) შეაჩერეთ. ეს ძალზე აუცილებელია, მაგრამ მაინც დამხმარეა. შენობა მათი მეშვეობით შენდება. გარეგნული ღვაწლი შენობა არ არის, შენობა გულშია. სწორედ გულზე შეაჩერეთ თქვენი ყურადღება: არ გაღიზიანდეთ, არ დაემდუროთ, არ განიკითხოთ, შეუნდეთ, განდევნეთ უამური აზრები, ცოდვიანი სურვილები და ა.შ. რა სარგებოლობა შეიძლება მოგვიტანოს ღვაწლმა მარხვით, წმინდა წერილის კითხვით და ა.შ, თუ...
ღვაწლი არის საკუთარი თავის მოზღუდვა ყველაფერში... ღვაწლის საერთო დანიშნულება ღვთის მსხვერპლის გაღება კი არ არის, არამედ საკუთარი ამპარტავნების, თავკერძოების დათრგუნვა, მოყვასის განკითხვაზე ხელის აღება. ჩვენი ღვთისმოსაური ვარჯიში, თუ იგი ამ მიზანს არ ისახავს, გარეგნული ღვთისმოსაობის მიღმა შეიძლება სიამაყისა და ხიბლის საფუძველად იქცეს და ადამიანის ცოდვიანი მდგომარეობა კიდევ უფრო გააღრმაოს.