თემა: ბუნება,  სიცოცხლე,  ათეიზმი ურწმუნოება


2. ვინ შექმნა სამყარო

ათეისტების რწმენა ფანატიკურობით გამოირჩევა. მსოფლიოში ვერ ნახავთ ასეთ მტკიცე ფანატიზმს. ნამდვილ მორწმუნესაც კი შეშურდება ასეთი სიმტკიცე; ათეისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს საკვირველი, ულამაზესი, ნაირფერი სამყარო, რომელიც ასე ხიბლავს და აკვირვებს, რაღაც მკვრივი არარაობისაგან შემთხვევით წარმოიშვა. მაგრამ როცა საქმე კონკრეტულ არგუმენტებამდე მიდის, ისინი ჩიხში ემწყვდევიან. ერთხელ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამყაროს შექმნაზე ლექციას კითხულობდა ასტრონომიულ მეცნიერებათა დოქტორი. მან ცარცით დაფაზე წერტილი დასვა და განაცხადა:
    - ეს არის დედამიწა. დედამიწა, რომელიც წარმოიშვა მრავალი მილიონი წლის წინ. ის ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა.
    მერე მან შემოხაზა დაფაზე დიდი წრე და თქვა:
    - აი, ამ მიწაზე ვცხოვრობთ ჩვენ.
    შემდეგ კი ჰყვებოდა იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა დედამიწაზე ცხოვრება, რომ იყო ვულკანური ამოფრქვევები, მიწისძვრები. თავისი ლექცია ლექტორმა ბოლოს ასეთი ირონიული კილოთი დაამთავრა:
    - ბიბლიაში კი წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა!
    ლექციის დამთავრების შემდეგ წამოდგა ერთ-ერთი სტუდენტი და მიმართა ლექტორს:
    - თქვენ ბევრი რამ გვიამბეთ დედამიწის წარმოშობაზე, სამყაროს მოვლენებზე და დაასკვენით, რომ ღმერთს არ შეუქმნია სამყარო. არც დედამიწა. მე მინდა გკითხოთ: ვინ დასვა ცარცით ეს წერტილი?
    - როგორ თუ ვინ? მე! – უპასუხა ლექტორმა.
    - თქვენ შესძელით დედამიწა ასე წარმოგედგინათ დაფაზე, ახლა კი მიპასუხეთ: ვინ შექმნა სამყაროში ასეთ წერტილად დედამიწა?
    დაბნეულმა ლექტორმა დაიწყო ფილოსოფიური ტერმინებით პასუხის გაცემა. მისდა საბედნიეროდ ზარიც დაირეკა.
    ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი დროის მეცნიერული მიღწევები უკვე იმდენად დიდია, რომ მალე მათი მეშვეობით აიხსნება ყველაფერი. სინამდვილეში კი სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნაში მეცნიერება ისეთივე უსუსურია, როგორიც თავიდანვე იყო. თავიანთი თეორიებისა და დებულებების ჩამოყალიბებისას ისინი უმეტესად აბსურდამდეც კი მიდიან. ტყუილად კი არ იხსენებენ ასეთ ამბავს: თურმე ერთხელ ერთი მეცნიერი ოკეანესთან მივიდა, რათა დაედგინა ბინადრობდნენ თუ არა მასში ვეშაპები. კოვზით ამოიღო წყალი და დაასკვნა: თურმე ტყუილი ყოფილა, ოკეანეში არავითარი ვეშაპები არ ბინადრობენო.
    ერთმა ფრანგმა ათეისტმა კითხვაზე: საიდან წარმოიშვა ატმოსფერო, გულახდილად აღიარა:
    - არ ვიცით და არც არასოდეს გვეცოდინება!..
    მეცნიერებამ რომ შეძლოს ახსნა ხილული სამყაროსი, უხილავი მისთვის მაინც გამოუცნობი დარჩება.

    ჭკვიანი ადამიანისათვის დაუჯერებელია, რომ სამყარო თავისთავად ბრმა შემთხვევის წყალობით წარმოიშვა. ამის დაჯერება ნიშნავს არ იწამო სასწაული, რომელსაც ასე უარყოფენ მეცნიერები, თუმცა ხშირად იძულებულნი არიან აღიარონ იგი. ცნობილმა ასტროლოგმა გერშელმა თქვა:
    - ყველა აღმოჩენა, რომელსაც კი მეცნიერებმა "მიაღწიეს", თავად ღმერთისგანაა დაშვებული იმ ჭეშმარიტების დასამოწმებლად, რაც ბიბლიაშია ნათქვამი: რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე არაფრისაგან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდიდეს ძალას! მეცნიერება ბევრჯერ დარწმუნდა იმ ჭეშმარიტებაშიც, რომ სამყაროს შექმნიდან დღემდე მასში არაფერი მომატებულა, არც მოკლებულა. ბუნების შეცნობით შეგვიძლია შევიცნოთ ღვთის ძალა და სიბრძნე, ფლორისა და ფაუნის ნაირფეროვნებას მეცნიერები ბუნების სასწაულად თვლიან, მაგრამ არაფრით არ უნდათ აღიარონ, რომ ეს შემოქმედის მიერ განხორციელებული სასწაულია.
    სიცოცხლე გამოუცნობი საიდუმლოა. აკადემიკოსი დეროხვალოვი ამბობს: მეცნიერება დიდი ხანია დარწმუნდა, რომ მატერია თავისთავად მკვდარია. მართლაც მატერია პასიურია და თავისთავად არ შეუძლია ჩასახოს სიცოცხლე.
    გამოჩენილი მეცნიერის პასტერის აზრით: "სიცოცხლე წარმოიშვა ცოცხალი არსებისაგან და არა მკვდარი ბუნებისა და მკვდარი მატერიისაგან".
    მატერიალისტების აზრით სიცოცხლე ჩაისახა ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში, ხოლო კითხვას: ვინ ჩაუნერგა სიცოცხლე იმ უჯრედს, ვერ პასუხობენ და საერთოდ ამ კითხვას იგნორირებასაც უკეთებენ. სამყაროში ადამიანი ვერ შეხვედრია ვერანაირ მინიშნებასაც კი, რომ ეღიარებინა სიცოცხლის თავისთავად ჩასახვა. დღემდე ვერავითარმა მეცნიერებამ ვერ გადალახა და ამოიცნო ის ზღვარი, რომელიც ღმერთმა გასდო სულიერ და უსულო ბუნებას შორის. მეცნიერებას რომ ერთი მაგალითი მაინც ეპოვნა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, მაშინ ათეისტები იზეიმებდნენ გამარჯვებას: მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა.
    მეცნიერებას ასევე არ შუძლია გადალახოს ის ზღვარი, რომელიც ღვთისაგან არის გადებული მცენარეებსა და ცხოველებს შორის. ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასოდეს არ მომხდარა, ხორბალი დაგვეთესოს და მუხა ამოსულიყო, ან ძროხას გოჭი მოეგოს ხბოს მაგიერ. სამყაროში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გარდაქმნილიყო. ათეისტი მეცნიერები კი დღესაც თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი ერთუჯრედიანი ქსოვილიდან წარმოიშვა.
image image
 
თემატური კითხვები