ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: ამაოდმეტყველება
84. ერიდე მრავალთა წინაშე კეთილმსახურებისა და კარგი ცხოვრების შესახებ სიტყვების თქმას. არა იმიტომ, რომ მშურს მათთვის, არამედ იმიტომ, რომ ამ უგუნურთა წინაშე, ვფიქრობ, სასაცილო გამოჩნდები, რადგან "მსგავსი მსგავსით ხარობს" (ცნობილი პლატონურ-ნეოპლატონური დებულება იმის შესახებ, რომ "მსგავსი მსგავსით შეიცნობა" და რომ "მსგავსი მსგავსისკენ ისწრაფვის", ზემორე შეგონებაში ამგვარადაა პერიფრაზირებული: "მსგავსი მსგავსით იხარებს". ესაა ღრმა სულიერი სიხარულის გამომხატველი უაღრესად შთამბეჭდავი შეგონება, რაც სამწუხაროდ რუსულ თარგმანში შენარჩუნებული არ არის), ამგვარ სიტყვებს კი მსმენელები ცოტა ჰყავს, _ ალბათ ძალიან იშვიათნი; ამიტომაც, უმჯობესია, არ ისაუბრო, რადგან ეს არ იქნება ის, რაც ნებავს ღმერთს ადამიანთა საცხონებლად.