image

თემა: სიწრფელე

508. როგორი სიწრფელეა უფრო მეტად აღმატებული?
კარგია ბუნებითი სიწრფელე და სანატრელი, მაგრამ ვერ არის ისეთი, რომელიც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მოიქცევა სიწრფელედ, რადგან პირველი დაცულია უკეთურებისა და ვნებათაგან, ხოლო მეორე დიდი სიმდაბლისა და სიმშვიდის მომნიჭებელია. და იმისი სასყიდელი დიდია, ხოლო ამისი უფროსად ამაღლებულია.
image