image
image
1
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: სულიერი მოძღვარი

243. რა არის ურჩობის შედეგი?ვისაც სწამს, რომ სულიერი მოძღვრის ხელმწიფებას ექვემდებარება მისი საუკუნო სიკვდილ–სიცოცხლე, ის არასოდეს შეეწინააღმდეგება თავის სულიერ მამას. სწორედ უმეცრება ჰბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს ადამიანში, რაც მიზეზი შეიქმნება ხოლმე საუკუნო სულიერი სიკვდილისა.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: "და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

462. როგორ მოვიქცეთ, თუ მოძღვარი გვრისხავს?როცა მოძღვარი შეგვრისხავს და შეურაცხგვყოფს, მსაჯულის საშინელი განჩინება მოვიხსენოთ და ასე შევძლებთ მწუხარებისა და პირუყვებრივი მრისხანების სიმშვიდითა და მოთმინებით. როგორც ორლესული მახვილით, ამოწყვეტას.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

60. როგორ უნდა მივიღოთ მოძღვრისაგან მხილება?ყოველს, რომელიც განიშორებს და განაგდებს მოძღვრის სამართლიან თუ უსამართლო მხილებას, თავისი სულის ცხონებაზე უარი უთქვამს. ხოლო ვინც დაითმენს მხილებას ტკივილით თუ უმტკივნეულოდ, იგი ადრე მიიღებს ცოდვათა მიტევებას
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

51. როდის ვერ მივიღებთ სარგებელს მორჩილებისაგან?როცა ღვთისმსახურებისა და მორჩილების ასპარეზში შედგამ ფეხს, ნუღარ განიკითხავ მოძღვარს, თუნდაც რაიმე ნაკლი შენიშნო მას, როგორც ადამიანს, თორემ თუ განვიკითხეთ, ასეთი მორჩილებისაგან სარგებელს ვერ მვიღებთ.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

108. როგორ მოვიქცე, თუ მოძღვრის განკითხვაში ვვარდები?როცა გულს მოგიხდება მოძღვრის განკითხვის გულისთქმა, გაექეცი მას, როგორც სიძვას და ნუ დაუთმობ ადგილს ამ გველს. არამედ უთხარი: ჰოი, მაცდურო, მე მისი კი არა, თვითონ არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ ვიტვირთე მისი ტვირთი, არამედ თვითონ იტვირთა ჩემი ცოდვები
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

67. როგორ მოვიქცე, რომ ვაჩვენო მოძღვარს სიყვარული მისდამი?უჩვენე უფალს გონებით სიყვარული და სარწმუნოება მოძღვრისადმი, რომელიც გაგაჩნია შენი სულიერი მამის მიმართ და ის თავად უხილავად დააჯერებს მას, რომ შენი სარწმუნოების და სიყვარულისაებრ შეგიტკბოს და შეგიყვაროს
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე?განცდები ( სულიერიც და ცოდვიანიც) უნდა დამალო ადამიანთაგან, არ გათქვა შენი შინაგანი მდგომარეობა, შეგიძლია მხოლოდ შენს თანამოაზრეს, ანდა სულიერ მოძღვარს გაუზიარო (სქემიღუმენი იოანე).
link
image
image
1
2
3
4
5
image
image