თემა: სასოწარკვეთილება იმისათვის, რომ არ შესცოდო, საჭიროა, ღვთის სამართლის შიში გქონდეს: ცოდვილი სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეს, ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს link
თემა: სასოწარკვეთილება თუ ამპარტავნებამ ანგელოზი ეშმაკად აქცია, სიმდაბლესაც შეუძლია, რომ ეშმაკები ანგელოზებად გარდაქმნას, ამიტომ დაცემულნი სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემიან link
თემა: სასოწარკვეთილება "რა გვეშველება?" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი. link
თემა: სასოწარკვეთილება უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად არ იგლოვო. link
თემა: სასოწარკვეთილება როგორც მწუხარების მოთმინებით, სულგრძელად ატანა ამსუბუქებს მას, ასევე, პირიქით, მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება, მეტისმეტი დარდი მხოლოდ და მხოლოდ ვნებს და აძლიერებს მას. link
თემა: სასოწარკვეთილება ხშირად გვესმის სიტყვები: "კატასტროფული მდგომარეობა", "რა გვეშველება?" არადა ვუწყით, "რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა" (რომ. 5,3-4). link
თემა: სასოწარკვეთილება ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე ელოდე მას და ემზადე მისთვის. ხოლო როცა უბედურებამ უკვე გიწია, სასოს ნუ წარიკვეთ, დაითმინე იგი და გადარჩები მოთმინებით აღსავსე სხვა ადამიანებთან ერთად. link
თემა: სასოწარკვეთილება ადამიანში, რომელიც არ შრომობს, ხდება ენერგიის ლპობა და გახრწნა, რაც შემდეგ იწვევს საერთო გულგრილობას, ნიჰილიზმს, სასოწარკვეთილებას, ეს კი საბოლოო ჯამში ფიზიკურ ან სულიერ დაავადებებში გამოვლინდება. link
თემა: სასოწარკვეთილება როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ. link
თემა: სასოწარკვეთილება ერთი ძმა გამოცდილ ბერთან მივიდა და უთხრა: "ამბა! უდაბნოში ყოფნით მოწყენილი ვარ"; ბერმა უპასუხა: "უფრო ხშირად ილოცე და უფალი შეგეწევა, ძალასა და სიმშვიდეს მოგცემს. ლოცვა ნაღველისა და სასოწარკვეთილების წამალია. link