image
image
6
7
8
Loading..
image

თემა: სასოწარკვეთილება

462. იუდას ნათქვამი: „ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი“ (მათე 27, 4), და, რომ მან დააბნია ვერცხლი (მათე 27, 5), სინანულს ხომ არ გამოხატავს?იუდას სინანული მაშინ ჩაეთვლებოდა, თუ უფლის წინაშე შეინანებდა, რამეთუ ნათქვამია: „მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა“ (მათე 5, 24), ანუ იმის წინაშე, ვის წინაშეც შესცოდა, და არა სხვასთან. ხოლო მან უფრო უარესი ჩაიდინა, განეშორა და სასოწარკვეთილებით თავი დაიღუპა, ამიტომაც არ ჩაეთვალა სინანული.
link
image

თემა: სასოწარკვეთილება

375. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: "შეისმინე ჩუენი ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს" (ფსალმ. 64.5)?კიდეთა ქუეყანისათა ისინი იმყოფებიან, რომლებიც სრულ ბოროტებაში არიან ჩაფლულნი, ზღვათა შინა შორს კი ისინი – ვინც უზომო სასოწარკვეთილებას შეუპყრია, ხოლო ქრისტე ღმრთი ორივე ამგვართა სასოებაა.
link
 

თემა: სასოწარკვეთილება

ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსს შეატყობინეს, რომ მისი მრევლის ორი გათხოვილი ქალი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. ამ ცნობამ მღვდელმთავარი დიდად დაამწუხრა. იგი ეჭვებმა შეიპყრო, ვაითუ, სხვებიც ასე იქცევიანო და მხურვალე ლოცვა-ვედრებით მიმართა ... იხილეთ სრულად
link
image
image
6
7
8