
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია
ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!
სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს.
საკუთარი ბოროტი საქმეებიც საკმარისად გაქვს, სხვის ცოდვებს რომ არ უყურო.
ერთნაირად ცუდია ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება.
ბოროტი საქმეები უკვე აქვე გეენაში ყოფნაა, რადგან სინდისი ამხილებს მცოდველს.
განაგდე შიში სიკვდილისა შენგან სრულიად
და ბოროტება თავით თვისით განბასრულია.
საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთრგუნოთ, რათა მათ ცოდვილ საქმეებამდე არ მიგვიყვანონ.
მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისაგან ბოროტებას ქმნიან.
116. ნებაყოფლობით ცუდის დამთესი ძალაუნებურად ამასვე მოიმკის, რის გამოც გვმართებს გვიკვირდეს ღვთის სამართლიანობა.