image
image
3
4
5
Loading..
image

თემა: სიკვდილის ხსოვნა

მამა გაბრიელ, ეს თავის ქალა როგორ მოხდა თქვენთან, რისთვის გინდათ?ეკლესიის საძირკველს თხრიდნენ გასამაგრებლად, მუშებმა იქ ნახეს და მომიტანეს, იცოდნენ, რომ ძალიან მჭირდებოდა, მარად სიკვდილის მოსაგონებლად. ადამიანი რომ სოკვდილზე ფიქრობს, ის ცოდვას არ ჩაიდენს
link
image

თემა: სიკვდილის ხსოვნა

398. სასარგებლოა თუ არა, საკუთარ თავს რომ ვაიძულებდეთ სიკვდილის ხსოვნას?სასარგებლოა საკუთარ თავს რომ ვაიძულებდეთ სიკვდილის ხსოვნას, თუნდაც გული გარემიიქცეოდეს ამისგან. გახსოვდეს სიკვდილი – ეს ღვთის წყალობაა, ხოლო ჩვენი იძულება მისდამი მხოლოდ მოწმობს ამ ნიჭის მოპოვების ჩვენსავე გულწრფელ სურვილზე.399. რაში გვეხმარება მისი მოპოვება?ეს გვეხმარება ქრისტეს მცნების აღსრულებაში, რათა სრულყოს ჩვენი გადარჩენა წმინდა სინანულის ღვაწლით.
link
image

თემა: სიკვდილის ხსოვნა

645. თუკი ვინმე საკუთარ თავს სიკვდილის ხსოვნას აიძულებს და ამიტომ ცდილობს სიკეთე აკეთოს, ნუთუ ის ამის გამო ისეთ საზღარუს არ მიიღებს, როგორც თავისუფალი ნებით მოქმედი?კარგია თუ ადამიანი სიკვდილს იხსენებს, რათა მიეჩვიოს და გააცნობიეროს თავის მოკვდავობა, ხოლო მოკვდავი - წარმავალია, წარმავალი კი, უნდა მას ეს თუ არა, დატოვებს ამ საუკუნეს. ადამიანი, სიკვდილის უწყვეტი ხსოვნის საშუალებით, თავისუფალი ნებით სიკეთის ქმნას ეჩვევა. ხოლო თუ ის სიკეთის კეთებას მაშინ იწყებს, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს, ეს სხვა საქმეა. პირველი, სიკვდილის ხსოვნაში ხშირი ვარჯიშიდან გამომდინარე, თავისუფალი ნებით იღწვის, ხოლო მეორე - მოახლოებული სიკვდილის შიშის გამო, აუცილებლობით.
link
image

თემა: სიკვდილის ხსოვნა

623. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მეორე ბერს ჰკითხა და უთხრა: ჩემო მამაო, მსურს ჩემი საკუთრების ნაწილი ქველმოქმედებისთვის გავცე. ამიტომ გთხოვ, მითხარი როგორ მოვიქცე, რომ სიხარულით დავბრუნდე სახლში: მცირედ-მცირედ აღვასრულო ქველმოქმედება, თუ ერთ ჯერზე?ძმაო! მე არ შემიძლია სათანადო პასუხის გაცემა, თუმცა წერილი შეგაგონებს, როდესაც ამბობს: „ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანხა გაქვს“ (იგავ. 3, 28). მაგრამ სათნოებათა საზომები განსხვავებულია და თითოეული თავის ძალისაებრ მოქმედებს: ერთ ადამიანს თავისი შემოსავლიდან მცირედის გაცემა შეუძლია, მეორე საკუთრების მეათედს გასცემს, ზოგი მეოთხედს, ზოგი მესამედს, ხოლო ზოგი ნახევარს - თითოეული თავის საზომის მიხედვით. ხოლო ვისაც სრულყოფილი საზომის მიღწევა სურს, მე, უკანასკნელს, ნუ მკითხავს, არამედ ჩვენი სულების მოძღვრისა და ექიმის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესაგან ისწავლოს, რომელმაც მდიდარ ჭაბუკს უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათე 19, 21). დაე, შენი აზრები სიკვდილის სიახლოვის ხსოვნამ გააძლიეროს, რომელიც არავინ იცის, როდის ეწვევა. სანამ ამ ცხოვრებიდან გავალთ, სიკეთის ქმნას შევეცადოთ, რამეთუ არ ვიცით, რომელ დღეს მოგვიწოდებენ, რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და ხუთ სულელ ქალწულთან ერთად, კარს მიღმა არ დავრჩეთ, რომელთაც ლამპრები აიღეს, მაგრამ ჭურჭლით ზეთი არ მოუმარაგებიათ. ჩვენი ძალისაებრ იმდენის გაკეთება ვცადოთ, რამდენის საშუალებასაც ჩვენი უძლურება მოგვცემს და ყველასთვის კეთილი მეუფე ბრძენ ქალწულებთან ერთად თავის სასახლეში შეგვიყვანს, რათა ქრისტესთან ერთად ენით აუწერელი სიხარულით გავიხაროთ, ამინ.
link
image
image
3
4
5