თემა: სათნოებები ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოებების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით. link
თემა: სათნოებები ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და შევჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე. link
თემა: სათნოებები სათნოება ყოველთვის უსაფრთხოა. როდესაც საუნჯეს გარეთ გამოფენენ, ის გატაცების საფრთხის წინაშე დგება. ცოცხალი ფერები მზის სინათლისაგან ხუნდებიან link
თემა: სათნოებები მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. link
თემა: სათნოებები თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება. link
თემა: სათნოებები თუ არ შეგიძლია, მზე იყო, ვარსკვლავი მაინც იყავი, ოღონდ მიწა დატოვე და მთაზე ადი. უმჯობესია მცირედით მაინც წარემატო სათნოებაში, ვიდრე - სრულიად არაფრით. link
თემა: სათნოებები თუ ჩვენ კეთილსიმდისიერ საქციელს სათნოების შთაგონებით არ ვიქმთ, არამედ ანგარების გამო, მაშინ ჩვენ მხოლოდ მაამებლები ვართ და არა - სათნოების მოქმედნი. link
თემა: სათნოებები ისევე, როგორც შეიძლებელია, მხოლოდ ერთი ქვით მეფისთვის გვირგვინის დამზადება, ასევე შეუძლებელია უვნებელობა, თუ კაცს რომელიმე სათნოება უგულებელუყვია. link
თემა: სათნოებები რა აზრი აქვს სიკეთეს, თუ ამპარტავანი ხარ და სხვებს შეურაცხჰყოფ? ცოდვასთან ნაზიარები სათნოება ფასს კარგავს. ეს იგივეა, რძეში მწარე ნაღველი რომ გავურიოთ. link
თემა: სათნოებები თუ სათნოება შენს მტერში მშვენივრად არ გეჩვენება, ხოლო ნაკლი - საძაგლად შენს მეგობარში, განა შეგიძლია, თქვა ან იფიქრო, რომ გიყვარს სათნოება და გძულს ნაკლი? link