image
image
4
5
6
Loading..
image

თემა: ღვთის იმედი

ერთხელ, ჩემს სემინარიელ მეგობრებთან ერთად, მამა გაბრიელთან, კელიაში ვიყავით. ის კვლავ ანტიქრისტეს პერიოდზე გვესაუბრებოდა და გვარიგებდა. ჩვენ ჩავეკითხეთ, თუ როგორ შეძლებდა ხალხი ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრებას. მან გვიპასუხა: ბოლოჟამს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთის იმედი

540. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო, ბრძოლები მოსვენებას არ მაძლევენ და აზრები უფრო და უფრო მიჯანყდებიან. მითხარი რა არის იმის ნიშანი, რომ ღმერთს ვსასოებ და რა - ცოდვების შენდობის ნიშანი? როგორ ვიჯდე ღვთისნიერად სენაკში?ძმაო! ბრძოლების ჟამი, საქმიანობის ჟამია. ნუ უძლურდები, არამედ იღვაწე და იბრძოლე. თუ ის გაძლიერდა, შენც გაძლიერდი და მოუხმე: „უფალო იესო ქრისტე, შენ ხედავ ჩემს უძლურებას და წუხილს, შემეწიე და მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე“ (ფსალმ. 141, 7; 142, 9), და ღმერთს წმინდა გულით რომ ემსახურო, ძალა ითხოვე. ღვთის სასოების ნიშანი ისაა, რომ ყველანაირი აზრი, რომელიც სხეულზე ზრუნვას გვაიძულებს, მოვიშოროთ და არამც და არამც არ ვიფიქროთ, თითქოს ამ საუკუნეში რაიმე გაგვაჩნია, რამეთუ სხვაგვარად მისი იმედი გვექნება და არა ღვთისა. ცოდვების შენდობის ნიშანი კი ისაა, რომ მოვიძულოთ ისინი და აღარ გავიმეოროთ. ხოლო, როდესაც ადამიანი გულისთქმებს ნებდება და ტკბება, ან საქმით აღასრულებს მათ - ეს იმის ნიშანია, რომ ცოდვები ჯერ არა აქვს შენდობილი და ის ჯერ კიდევ დამნაშავეა. სენაკში ღვთისნიერი ყოფნა საკუთარი თავის განკითხვას ნიშნავს; მაგალითად, თუ გულში სენაკის სილამაზით ან ხორციელი მოსვენებით ტკბები, მაშინ უნდა თქვა: „ვაი, მე ცოდვილს! ეს ყველაფერი ჩემს განკითხვას ემსახურება; მე მათი ღირსიც არა ვარ. სხვები კი, ღირსეულები, სივიწროვეს ითმენენ, დაეხეტებიან და თავშესაფარს ვერ პოულობენ. უფალო იესო ქრისტე, შემინდე მე ეს, შენი სახელისთვის, რომელსაც ვატარებ“. ჩემო შვილო, დაე ღმერთმა გაგაძლიეროს და განგამტკიცოს, რომ წარმატებას მიაღწიო და სრულყოფილ საზომს მიეახლო, ამინ.
link
image

თემა: ღვთის იმედი

იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად

ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:

"თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდე...
იხილეთ სრულად
link
image
image
4
5
6