განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
თუ ის პიროვნება შენ წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღება არ მიაქციო, მოითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყროს, შენ ნუ აწყენინებ; დაე, სილა გაგაწნას, შენ ნუ გაარტყამ; დაე, განგიკითხოს, შენ ნუ განიკითხავ. და როცა ასე მოიქცევი, შენს ... იხილეთ სრულად
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლ... იხილეთ სრულად
რა გულითაც განვეწყობით ძმის მიმართ, ღვთის გულიც ასე განეწყობა ჩვენდამი. არ გინდა ღმერთმა შეცდომები გაპატიოს? არ გინდა მთელი გულით შეგიყვაროს? შენც მთელი გულით შეიყვარე და მიუტევე.
თქვენი თანამოღვაწე ძმების სულიერ უძლურებებს ნუ გამოიძიებთ, რადგან ეს საკმაოდ დაგაზიანებთ. ღვთის გულისთვის თანაგრძნობით დახუჭეთ თვალი მათზე, რომ ღმერთმა თქვენს უძლურებას თანაგრძნობით მოხედოს.
როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.