თემა: განკითხვა თუ არ შეგიძლია, რომ განმკითხველი დაადუმო, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში მასთან ურთიერთობას მაინც მოერიდე. link
თემა: განკითხვა შენ ხშირად გაუაზრებლად ავსიტყვაობ და სასტიკად განიკითხავ ადამიანს, რომელიც ცხონებასთან შენზე ახლოსაა. link
თემა: განკითხვა ვინც ნახატს დასცინის, ის მის მხატვარს დასცინის. "ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს" (იგავ. 17, 5). link
თემა: განკითხვა 125. ცოდვათმიტევების მაძიებელს უყვარს გონებამდაბლობა, ხოლო სხვათა მგმობელი ბეჭედს უსვამს თავის ბოროტებებს. link
თემა: განკითხვა ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს. link
თემა: განკითხვა მე ვაკვირდებოდი ჭეშმარიტი მონანულის ცრემლებს და მათში ბოროტი სიტყვისა და განკითხვის კვალიც კი ვერსად შევნიშნე. link
თემა: განკითხვა მოყვასის მკაცრი განსჯა კეთილგანწყობის მაჩვენებელი არ არის, არამედ ადამიანის მიმართ სიძულვილის მიმანიშნებელია. link
თემა: განკითხვა სხვებზე ცუდს ამბობ; როგორც ჩანს, არ გეშინია, რომ ისინი ცუდს იტყვიან შენზე, რამეთუ თვითონ აძლევ მათ ამისთვის საბაბს. link
თემა: განკითხვა განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული. link
თემა: განკითხვა ადამიანი, რომელიც სხვებს განიკითხავს, ჰგავს სარკეს, რომელიც თავის თავში ყველას ასახავს, საკუთარ თავს კი ვერ ხედავს. link