თემა: განკითხვა განმკითხველის ენა ჯოჯოხეთზე უარესია: ჯოჯოხეთი მხოლოდ ბოროტებს მიიტაცებს, ის კი შთანთქავს ბოროტებსა და კეთილებსაც. link
თემა: განკითხვა ავისმეტყველ სულს სამკაპა ენა აქვს: იგი ზიანს აყენებს საკუთარ თავს და მსმენელს, ზოგჯერ კი მასაც, ვისზეც ავმეტყველებს. link
თემა: განკითხვა ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით. link
თემა: განკითხვა მოყვასის განკითხვის ჩვევა სულის საქმეა, რომელიც სულაც არ ზრუნავს თავის ცხონებაზე და სრულებით არ იცნობს საკუთარ თავს. link
თემა: განკითხვა ხდება, რომ ადამიანი აკეთებს საქმეს, რომელიც მის მხილველებს მიუღებლად ეჩვენებათ, მაგრამ იგი მადლიანი განზრახვით ხდება. link
თემა: განკითხვა ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ. link
თემა: განკითხვა სუფთაც რომ იყო ცოდვებისგან, მაშინაც ნუ განიკითხავ მოყვასს შეცოდებების გამო, რათა ამ განკითხვის გამო ცოდვაში არ ჩავარდე. link
თემა: განკითხვა გონს მოიყვანე ცოდვილი, მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს; რამეთუ ეს უკანასკნელი ავი საქმეა, პირველი კი - გამოსწორების სურვილი. link
თემა: განკითხვა შეწუხდი შემცოდე მოყვასის გამო, რათა ამასთან ერთად წუხდე საკუთარ თავზეც, რადგან ყველანი ცოდვილნი ვართ და სასჯელს ვიმსახურებთ. link
თემა: განკითხვა როდესაც დაინახავ შემცოდე მოყვასს, უფალს ნეტარი ავგუსტინესავით შეჰღაღადე: "ო, ღმერთო! შენ რომ მიმატოვო, მე მასზე მეტად შევცოდავ!" link