თემა: განკითხვა შენთვის ცოდვების პატიების უმოკლესი გზაა. ე.ი. სრული განუკითხველობა, რადგან ნათქვამია: ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ (ლიკ.6,37). link
თემა: განკითხვა თვითგანკიცხვა და თვითგანსჯა დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენს სულიერ თვალებს სახვეველი ჩამოეხსნას და შევძლოთ ჭეშმარიტი ხედვა. link
თემა: განკითხვა შემცოდე ძმის ხილვისას ნუ განიკითხავ მას, არამედ შენთვის თქვი: "განა თვითონაც ცოდვილი არა ვარ? რა უფლება მაქვს, რომ სხვა განვიკითხო?". link
თემა: განკითხვა მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი მის მიმართ არაწინასწარგანზრახული ბოროტებაა - ამან შესაძლოა, ძლიერ ავნოს მის ღირსებას. link
თემა: განკითხვა ყველა ერთსა და იმავე ვითარებას ვექვემდებარებით. მოყვასი - დღეს, შენ კი - ხვალ შეძლებ იმავეს გაკეთებას, თუ საქმით არა, - სიტყვით ან აზრით. link
თემა: განკითხვა სხვა საქმეა მოყვასის განკითხვა არასასურველი განწყობით და სხვაა მისი სიყვარულით გონს მოყვანა: პირველს თავი აარიდე და მეორე გააკეთე. link
თემა: განკითხვა როდესაც განიკითხავ სხვას, ესეიგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე? link
თემა: განკითხვა ყურადღებიანნი ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და არ დავცინებთ სხვებს, რადგან თვით ჩვენშიც არის ბევრი ისეთი რამ, რისთვისაც სხვებს დავცინით link
თემა: განკითხვა ნურავის განიკითხავ, თუნდაც მან შენს თვალწინ საშინლად შესცოდოს. გახსოვდეს, რომ თუ მადლი დაგტოვებს, შესაძლოა, ყველას გადააჭარბო ცოდვებით. link
თემა: განკითხვა გველმა ევა სამოთხიდან გამოდევნა წყევით; ამიტომ მოყვასზე ცუდის მთქმელი გველს ჰგავს. ის ღუპავს მსმენელის სულს და ვერც საკუთარს აცხოვნებს. link