
თავმოყვარეობა ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
თავმოყვარეობა ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
ეგოიზმი ყოველგვარ ნაკლოვანებათა ჯაჭვის პირველი რგოლია.
იცხოვრე სხვებისთვის, თუ გინდა, რომ საკუთარი თავისთვის იცხოვრო.
საკუთარი თავის სიყვარულის გამო მოყვასის მიმართ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს.
სულის ბოროტებათა დასაბამი საკუთარი თავის სიყვარულია, რაც საკუთარი სხეულის სიყვარულს ნიშნავს.
ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ჰყავს.
ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები.
საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს. საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს.
მისთვის, ვინც მოყვასის წრფელ სიყვარულში იღლება, დაღლილობა დასვენებად იქცევა. ხოლო ის, ვისაც საკუთარი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, უსაქმოდ ჯდომისგანაც იღლება.
საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ.