შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღვთის განგებულებით მოულოდნელად მოწეული განსაცდელი გვასწავლის ვიყოთ შრომისმოყვარულნი და უნებლიეთ მივყავართ სინანულისკენ.
სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს. მხურვალედ ვიღვაწოთ ჭაბუკნო და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს.
როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ... იხილეთ სრულად
პირჯვარი გადაიწერე, ჩემო კეთილო შვილო და აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. თუკი იტყვი:"ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა", ნუთუ ამდენი წმიდანიდან ერთიც არ დაგეხმარება? უფლის ნდობა არასდროს დაკარგო. თავს ადამიანური ლოგიკით ნუ შეიზღუდავ, ასე ... იხილეთ სრულად
პატიოსანი შრომით შეიძლება როგორც გამდიდრება, ასევე გაღარიბებაც. მაგრამ, როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, იგი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული მრწამსით, რო... იხილეთ სრულად
თუ ხარ ცოდნისმოყვარული, იყავი შრომისმოყვარულიც, რამეთუ მარტოოდენ ცოდნა ადამიანს მედიდურს ხდის.
თუ გული ღმერთთან გაქვს, შენი სამუშაო ნაკურთხი იქნება. ინტელექტუალურიც რომ იყოს იგი, რამდენადაც შენ საღვთო ატმოსფეროში ცხოვრობ, საქმის დროს შეიძლება არც ლოცულობდე. თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მას ძალიან ეხმარება. ის არ... იხილეთ სრულად
ვერ აღმოცენდება ნათესი მიწისა და წყლის გარეშე, ვერც ადამიანი პოვებს სარგებელს ნებაყოფლობითი შრომისა და ღვთის შეწევნის გარეშე.
დიდი შრომა არ არის საჭირო საძირკვლის ჩასადებად, ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც უფრო მაღლა აღიმართება შენობა, მით მეტ სიძნელეებს გამოუჩენს იგი მშენებელს საქმის დასრულებამდე.