image
image
3
4
5
Loading..
 

თემა: გულის განწმენდა

150. ვინც გონითი ზღვის (ე.ი. სულიერი ზღვის) წიაღ მიცურავს, მინდობილია იგი იესოს, რადგან საიდუმლოდ ხმობს შიგნით, თავის გულში: „ნუ გეშინია, ჩემო შვილო იაკობ, უმცირესო ისრაელ“ (შდრ. ეს. 14.14), „ნუ გეშინია, მატლო ისრაელ, მე დაგიფარავ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: გულის განწმენდა

151. „დიდად იშვებს მშვიდობით“ (შდრ. ფს.36.11), თანახმად დავითისა, ის, ვინც არ არის პირმოთნე, ვინც განსჯის უსამართლობას თავის გულში ანთუ არ იღებს უკეთურ სულთა ხატებს და ხატთაგანვე სცნობს ცოდვას, რადგან მძულვარებით (აქ საუბარია იმის... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გულის განწმენდა

უფალი მოითხოვს წმინდა და სათნო გულს. ეს ხომ თქვენი მიზანიცაა! ამისკენ მიმართეთ მთელი თქვენი შრომა.
გულს, ვნებიანი აზრები, გრძნობები და სურვილები აუწმინდურებს. მაშ, ყურადღება მიაპყარით თქვენს გულს და როგორც კი შეამჩნევთ მასში ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: გულის განწმენდა

არის უფალთან შეერთების ორი გზა: სამოღვაწეო და შემეცნებითი. პირველი - ერის ქრისტიანებისთვისაა, ხოლო მეორე - მათთვის, ვინც საერო ცხოვრება მიატოვა. პირველი არ არსებობს მეორის გარეშე და არც მეორე - პირველის გარეშე. ერის ქრისტიანებიც, ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გულის განწმენდა

მაცხოვნებელია თუ არა მოწყალება გულის გამოუსწორებლად?მოწყალება კარგი და მაცხოვნებელია, თუ ის შეერთებულია ამპარტავნობის, ბოროტების, შურის, უქმადყოფნის, უდებების, გემოთმოყვარეობის, სიძვის, სიცრუისა და სხვა ცოდვებისაგან განწმენდილ გულთან. ხოლო თუ ადამიანი, თავის მოწყალების იმედით გულის გამოსწორებაზე არ ზრუნავს, ცოტა სარგებელს თუ მიიღებს, რადგან რასაც ერთი ხელით ქმნის, მეორეთი ანგრევს.
link
image

თემა: გულის განწმენდა

რა მოედინება ჩვენი გულიდან? - ცოდვისა და ვნებების მღვრიე, ჭუჭყიანი წყლები. ამ შავი მდინარის სათავე ჩვენი გულის სიღრმეშია, მისი კალაპოტი უფსკრულისკენ მიემართება, ხოლო შესართავი ჯოჯოხეთშია. რა უნდა ვქნათ გულის წყლები რომ განვიწმინდო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გულის განწმენდა

651. როგორ უნდა ავასრულოთ მაცხოვრის სიტყვები: „ნუ მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ“?ადამიანისთვის ბოროტის წილ ბოროტების მიგება გულიდან იწყება. შემდეგ მოუხდება პირს, პირიდან ენას და ბოლოს საქმით აღესრულება. ამიტომ, განიწმინდე გული, რომ ბოროტი არ მოუხდეს პირს და თუ პირს მიუვარდა, ეცადე არ თქვა ბოროტება ენით. და თუ თქვი ბოროტება, მაშინვე განიშორე, რათა საქმით არ აღასრულო იგი და არ მიაგო ბოროტი ბოროტისა წილ.
link
image

თემა: გულის განწმენდა

წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?უკვე გითხარით, იმისათვის, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მივიღოთ ის მზაკვარი აზრები000, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ თვითონ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად. ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაცდუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შმწყნარებლურად, სიყვარულით ნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთისმოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უცქერს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.

იმისათვის, რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო, შეიძლება საკუთარი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან - რასაც ვხედავთ, კეთილ ზრახვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა, თავისი მზაკვრული "დეპეშების" გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად გავთავისუფლდებით საკუთარი ზრახვებისაგან, მაგრამ, გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძოლა ვეღარაფერს დაგვაკლებს.
წმიდაო მამა, ლოცვა გონების გაწმენდას ხელს უწყობს?მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგრამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ "გული წმიდა" გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ აზრებს ჩვენში შეოსვლის ნებას არ ვაძლევთ.წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნებაიმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განსწმენდს. მართლაცდა, "გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყვანი ბოროტნი" და "ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირი მისი". მაგრამ გარდა იმისა, რომ კეთილი ზრახვების ამოქმედებით ადამიანი გულს განიწმენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.
link
image
image
3
4
5