ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებ... იხილეთ სრულად
უმთავრესნი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს სულსა შინა ჩვენსა საღმრთოსა წყურვილსა, არის ცოდვა და ცუდი ცხოვრება. ესენი არ შეუშვებენ გულსა შინა შენსა სწავლასა და მადლსა.
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წ... იხილეთ სრულად
იფიქრე ძმაო ჩემო, უკეთუ ცოდვა ესრეთ წაგახდენს შენ, ავნებს შენთა მხედველთა და მომავალთა, ცხად არს, რომელ მადლი და სათნოება გიქმს შენ ამის წინააღმდეგსა, ესე იგი, თვით ამ ქვეყანაში იქმნება წყაროდ ნუგეშისა და ბედნიერებისა შენთვის და ყ... იხილეთ სრულად
განგებ ჰქმნა, ძმანო ჩემნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა მიუდგებოდეს ცხადი სენი და უბედურება. კაცსა აქვს დიდი მიდრეკილება ცოდვისადმი; ცოდვა ადვილად მიიზიდავს კაცსა და აცთუნებს. გარნა ღმერთმან ყოველი ცოდვა შეაერთა რომლისამე ... იხილეთ სრულად
კარგად გასინჯე, ძმაო და ერთად წარმოიდგინე, რაოდენი და რა საშინელი ვნებანი შეუდგებიან ცოდვასა; იგი დაგასნეულებს და წაგახდენს თვით შენ; მოყვასნი შენნი, მხედველნი ცოდვისა შენისა, მიიღბენ შენგან ცუდსა მაგალითსა; შვილნი და მომავალნი შე... იხილეთ სრულად
ყოველი კაცის თვისება სულიერიცა და ხორციელიცა გარდადის მისთა შვილთა და მომავალთა ზედა. ყოველი ცოდვა არის თესლი, რომელი თავის დროზედ გამოიღებს მწარესა ნაყოფსა, ვითარცა შენს ბუნებასა შინა, ეგრეთვე ყოველთა მომავალთა შინა შენთა.
ცოდვითა შენითა შენს საკუთარ თავს აფუჭებ და ხშირად შთავარდები სენსა და უბედურებასა შინა.
ცოდვა არათუ მხოლოდ სულსა ჩვენსა წარწყმედს, არამედ თვით აქ, ამ სოფელში, წაახდენს კაცს მით, რომელ ყოველსა ცოდვასა შეუდგება ხორციელი სნეულება და ვნება.
პირველი შედეგი ანუ ნაყოფი ცოდვისა ის არის, რომელ იგი ყოველ კაცს მოაკლებს მადლსა ღვთისასა და ესრეთ წარწყმედს მას; ეს არის თვით უსაშინელესი მოქმედება ცოდვისა.