ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს.
ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს.
მართალია, უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბანეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავ ზნეს და ვნებათა მონა ვხდებით ყოველდღიურად, რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის. - როგო... იხილეთ სრულად
რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადაურჩები.
ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით).
ადამიანს ისე არაფერი შეეწევა ვნებებთან ბრძოლასა და მათ დამარცხებაში, როგორც განუწყვეტელი გონიერი ლოცვა.