image
image
1
2
Loading..
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

საყდარში მიხვიდოდე საღმრთო წერილისა და ლოცვისა მოსმენისათვის. თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი: რა გუნებაზედაც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ საყდარში, შეგიძლიან იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე იგი, ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა ეკლესიაში და წირვის გადათავებამდის დადგა, პირჯვარი დაიწერა, მეტი არაფერი არ არის საჭირო. სინიდისი მისი ამით კმაყოფილია. იმას კი არ კითხავს თავის თავს, თუ რა გაიგონა, რა შეუვიდა ჭკუაში და გ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

თუ კაცის აზრი დაფანტული არის, თუ ეკლესიაში მან შემოიტანა ყოველი შფოთი და ზრუნვა, რომელიც მას აწუხებდა სოფელში, რასაკვირველია, რომ კარგად და სასარგებლოდ ვეღარ ილოცავს. ამისთვის ეცადე, ძმაო, და დაამშვიდე შენი გული, განიშორე შენგან ყ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

ლოცვებს, საღმრთო წერილს და ყოველს წიგნებს მისთვის წაიკითხავენ ეკლესიაში, ძმანო ჩემნო, რომ წაკითხულნი ჰაზრნი სასმენელის შენისაგან შევიდნენ შენს გულში და მუნ გააჩინონ სხვა და სხვა გრძნობანი, ესე იგი მონანება, ღვთის შიში, ცოდვის მოძა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

ეკლესიაში ყოფნისას ყველაზე მეტად ჩაგვესმის მღვდელმსახურთა, მკითხველთა და მგალობელთა ხმები, რომელიც ჩვენ შეწყალებას ღაღადებენ. ეგ რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა, სულერთია, რამდენი ვიქნებით ღვთის ტაძარში, ჩვენი ცოდვების მ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

განიხილე ძმაო და იფიქრე რა დიდი სასარგებლო და მიუწთომელი საქმე ყოფილა ხშირად სიარული ტაძარში ლოცვისა და მსხვერპლისა შესაწირავად. ღვთისმშობელი მარიამ იყო უზენაესი ქერუბიმთა, სვიმონ მოხუცებული იყო კაცი მართალი და წმიდა; ანნა წინასწა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

744. დასაშვებია თუ არა ვინმესთვის ტაძარში საუბარი?წმინდა ლიტურგიის დროს, ღვთის სახლში, ვინც არ უნდა იყოს, არამც და არამც არ უნდა ისაუბროს, არამედ ლოცვაში უნდა ივარჯიშოს და საღმრთო წერილს გულმოდგინედ უსმინოს, რომელიც გვაუწყებს იმას, თუ რა ემსახურება ჩვენი სულების ცხონებას. თუ საჭიროება აუცილებლად მოითხოვს რაღაცის თქმას, მაშინ უნდა ვთქვათ მოკლედ, მიმდინარე მსახურებისადმი კეთილკრძალულებითა და შიშით, და ვიცოდეთ, რომ ეს საქციელი სხვა რამეს ისე არ ემსახურება, როგორც ჩვენსავე განკითხვას.
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

743. თუკი ვინმე ტაძარში მსახურების დროს შემოვა და დამთავრებამდე წავა, არის თუ არა ეს ცოდვა?სრულყოფილი და ღვთივსათნო საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტაძარში შესულმა ადამიანმა წერილი მოისმინოს და მსახურებას ბოლომდე დაესწროს; რამეთუ საპატიო მიზეზის გარეშე მსახურების დამთავრებამდე ტაძრიდან გასვლა არასწორია, რადგან ეს უგულებელყოფაა. ხოლო, თუ ეს აუცილებელია, მაშინ ეს მისატევებელია; მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ადამიანმა თავი არ უნდა გაიმართლოს, არამედ შენდობა უნდა ითხოვოს ღვთისაგან, და თქვას: „მეუფეო! შემინდე, რომ ვერ აღვასრულე ის, რაც მომეთხოვებოდა“.
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად საღმრთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღვთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ, ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა ანუ სამთავროსა მო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

746. აზრი მეუბნება, ხშირად არ გახვიდე სახლიდანო, მაგრამ ისე ხდება, რომ კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ტარდება ტაძარში მსახურება. ყველას უნდა დავესწრო, თუ სჯობს სახლში ვივარჯიშო ლოცვაში?თუ იცი, რომ სახლიდან გასვლისას შეხვედრები დაგაზიანებენ, მაშინ ხშირად გასვლა თვით საეკლესიო მსახურების მიზეზითაც კი სასარგებლო არაა, ამიტომ დროგამოშვებით გადი; რამეთუ მდუმარება მრავალი ბოროტებისაგან გვათავისუფლებს. 747. თუკი მჭირდება სახლიდან გასვლა საკუთარი მოთხოვნილებებისთვის ან მამების გამო, ამ დროს ტაძარში თუ არ წავალ, ეს სინდისს ხომ არ დამიმძიმებს?თუ შენ სახლიდან გასვლა აუცილებელი მოთხოვნილების ან მამების ბრძანების გამო დაგჭირდება, შეეცადე შენი საქმე ღვთის შიშით გააკეთო და ნუ დაგაეჭვებს ის, რომ საეკლესიო მსახურებაზე არა ხარ; არამედ დაბრუნდი სახლში და იქ გაიხსენე შენი ცოდვები. ხოლო, თუ სახლიდან სიზარმაცის, ან გონებაგაბნეულობის გამო გამოხვალ, მაშინ უმჯობესია ეკლესიაში მიხვიდე, არ განიბნე და საკუთარ თავს დაუკვირდი. სახლში აღვასრულო მღვიძარება შეძლებისდაგვარად, თუ ტაძარში ღამის შეკრებაზე წავიდე? (იგულისხმება ძველი ქრისტიანების ჩვეულება, რომლებიც ღამით იკრიბებოდნენ ტაძარში სალოცავად. შენიშვ). მღვიძარება სახლში სჯობია, რამეთუ ტაძარში ხშირად საუბრობენ. 749. თუ მსურს ტაძარში შესვლა, ან იქ, სადაც წმინდა მოწამეთა ნაწილებია - შევიდე და მხოლოდ სამსხვერპლოს ან წმიდა ნაწილებს ვცე თაყვანი, თუ წმინდა საიდუმლოებასაც იქვე ვეზიარო? ეს სინდისს ხომ არ დამიმძიმებს? შესვლა და თაყვანისცემა სინდისს არ დაგიმძიმებს; ზიარებით კი ისე უნდა ეზიარო, როგორც ყველა. ფრთხილად იყავი, საკუთარი ღირსების შეგნებით არ შეხვიდე საკურთხეველში საზიარებლად. მაგრამ, თუ მღვდელი გიბრძანებს და დაგიძახებენ, მაშინ ორჯერ სთხოვე სხვებთან ერთად დაგტოვოს, ხოლო თუ გაიძულებს დამორჩილდი. მან იცის რას აკეთებს. თუკი ამას სინდისის დამძიმება მოჰყვება, ის მას დაეკისრება. ამასთანავე საკუთარ თავს დაუკვირდი, პატივმოყვარეობა არ შემოგეპაროს, არამედ შედი და საკუთარი უღირსი თავი განიკითხე, რამეთუ სინამდვილეში ასეთი ხარ. (VI მსოფილიო კრების, 69-ე კანონი. - შენიშვნა).
link
image
image
1
2