იღვიძებდი მოუწყინებელად, რამეთუ ღმერთსა მღვიძარებაი მხიარულებით უყვარს. და ყოველი, რომელი მხიარულებით იყოს, იგი ნაყოფიერ არს; და ყოველი, რომელი მოწყინებით და დრტვინვით იყოს, არა აქუს მას მადლი, არამედ სასჯელი
მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიურ...
იხილეთ სრულად
მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიური მადლი გარდამოდის.
link
70. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში ავხორცული საქმეებისადმი დაუძლეველ მიდრეკილებას წარმოშობს, ხოლო გულისწყრომის ხშირი აღშფოთება, გონებას ალაჩრებს და გამბედაობას ართმევს. პირველს კურნავს ხანგრძლივი ღვაწლი მარხვაში, მღ...
იხილეთ სრულად
70. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში ავხორცული საქმეებისადმი დაუძლეველ მიდრეკილებას წარმოშობს, ხოლო გულისწყრომის ხშირი აღშფოთება, გონებას ალაჩრებს და გამბედაობას ართმევს. პირველს კურნავს ხანგრძლივი ღვაწლი მარხვაში, მღვიძარებასა და ლოცვაში; მეორეს - სიკეთე, კაცთმოყვარეობა, სიყვარული და მოწყალება.
link
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ...
იხილეთ სრულად
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.
link
ვინც რომ მღვიძარებითა და ლოცვით მოსაგრეობს, თუნდაც ჩათვლიმოს მცირე ხნით, ღმერთს მაინც უმეტესად აღძრავს მოწყალებისათვის, ვიდრე ის, ვინც ძილით გაძღა და ამიტომ ვეღარ იძინებს; ვინც სტასიდიაში [მაღალი სავარძელი ასაკეცი საჯდომით. ამ სავ...
იხილეთ სრულად
ვინც რომ მღვიძარებითა და ლოცვით მოსაგრეობს, თუნდაც ჩათვლიმოს მცირე ხნით, ღმერთს მაინც უმეტესად აღძრავს მოწყალებისათვის, ვიდრე ის, ვინც ძილით გაძღა და ამიტომ ვეღარ იძინებს; ვინც სტასიდიაში [მაღალი სავარძელი ასაკეცი საჯდომით. ამ სავარძელში ჯდომაც შეიძლება და დგომაც. მათ ტაძრებში კედლების გასწვრივ დგამენ] თვლემს, იმაზე ათასჯერ აღმატებულია, ვინც ლოგინში წევს და არ სძინავს.
link
ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გუ...
იხილეთ სრულად
ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გულისსიტყვასა და ოცნებას, ანუ გაფანტულობას იწვევს. მას, ვისაც საკუთარი სულისათვის თვალყურის დევნება სურს, წმ. მამები პირველ ყოვლისა ჭამისას ზომიერ, მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ.
link
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ...
იხილეთ სრულად
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირებს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ასევეა გულისწყრომასთან მიმართებაშიც; სულგრძელება, ძვირუხსენებლობა და სიმშვიდე ანელებს ვნებებს, ხოლო სიყვარული, მოწყალება, კეთილმოსურნეობა და კაცთმოყვარეობა ამცირებს მათ.
link
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღ...
იხილეთ სრულად
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღვაწეობისას დიდ სიძნელეებთან უხდებათ შებმა (გულზე ნადები სიმძიმისაგან სულისკმევას განიცდიან); მაშინ, როდესაც ისინი, როდესაც ბევრს იღვწიან უდიდესი სიმდაბლითა და ღვთის იმედით, გულით ხარობენ, სულით კი, თითქოს ფრთები შეისხაო,...
link
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწი...
იხილეთ სრულად
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. ასეთი მეთოდი უაღრესად სასარგებლოა, რამეთუ სულიერ გამოცოცხლებას იწვევს და სულიერი მოძრაობების – მეტანიების – დახმარებით უმოძრაობისაგან გამოწვეულ დაღლილობას დევნის. ამით, აგრეთვე, ძილქუში გა...
link
სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს, ხშირად კი ისე ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეო...
იხილეთ სრულად
სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს, ხშირად კი ისე ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეობის შესახებ არ მსურდა საუბარი, მაგრამ ვიღაცამ მაიძულა, რომ ესეც მეთქვა. სული რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრივ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელებს და მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველის...
link