საშინელი სამსჯავრო - ციტატები, გამონათქვამები
სიკვდილის საშინელ ჟამს ვერაფერი დაგვეხმარება იმ კეთილი საქმეების გარდა, რომელსაც ღვთისა და ჩვენი სულისთვის აღვასრულებდით.
სიკვდილი ყოველ წამს გვემუქრება, რომ საიქიოში ღვთის სამსჯავროზე გაგვგზავნის. მაშ, რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოვემზადოთ ღვთის წინაშე კეთილი სიტყვისგებისთვის ჩვენი ცოდვების გამო!
შვილო, დაე, სიკვდილის დაფარული ჟამი, ღვთის საშინელი სამსჯავრო, ცოდვილთა სატანჯველი, სამოთხის საუკუნო შვება მდუმარებისას განსჯისთვის გქონდეს გულში. შენი ცხონება ამაზეა დამოკიდებული.
ყოველი ადამიანი მარტოდმარტო შეხვდება სიკვდილის საშინელ წამს და მისი ერთადერთი შემწე სიმდაბლის საქმეები იქნება.
გაფრთხილდით: წლები გარბიან, დრო მიექანება. სიკვდილი მოულოდნელად მოგვადგება და ასე მოუმზადებლები წავალთ, სინდისისგან დასჯილნი, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავროზე დაგვადანაშაულებს.